მარჩილი

მარჩილი, ვერცხლის ფულის სახელწოდება, რომელიც საქართველოში XVI ს. I ნახ-ში ჩნდება. როგორც ვახტანგ VI-ის „დასტურლამალიდან“ ირკვევა, XVIII ს. მ. 12 შაურს, ანუ 3 აბაზს ან სამ დრამას შეადგენდა. მ. იხმარებოდა XVII ს-ში საქართველოში გავრცელებული ევრ. მონეტის – ტალერის აღსანიშნავადაც. მ. უნდა მომდინარეობდეს ვენეციური ვერცხლის ფულის, „მარჩელოს“ სახელწოდებიდან.

ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV–XVII საუკუნეებში, თბ., 1971; ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925.

ი. ჯალაღანია