მარწყვა-ბალახი (Potentilla), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახები და ბუჩქბალახებია. 500-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად კი ჩრდ. ამერიკაში. საქართველოში 30 სახეობაა. მათგან ორი საქართვ. ენდემია (გვხვდება აფხაზეთსა და სვანეთში), 15-მდე – კავკასიისა.
სახეობათა უმრავლესობა იზრდება ალპ. სარტყლის მდელოებსა და ნაშალებზე, ნაწილი კი – ქვიან, თიხნარ ფერდობებზე, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში მთის ქვედა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. დეკორ. მცენარეა P. divina, რ-იც კავკასიის დას. რ-ნებში კირქვიან კლდეებზე იზრდება, P. erecta შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისსა და წებოს.
ლ. ხინთიბიძე