მარჯანიშვილის თეატრის სტუდია

მარჯანიშვილის თეატრის სტუდია, დრამატული სტუდია-სახელოსნო თბილისში. დაარსდა 1931 კ. მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით სახელმწ. დრამ. თეატრთან (1933-იდან – კ. მარჯანიშვილის სახ. სტუდია). სტუდია წლების განმავლობაში ამზადებდა თეატრის საქართვ. რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის გახსნასთან დაკავშირებით სტუდია გაუქმდა (1939). 1947 კვლავ გაიხსნა და 1949-მდე ფუნქციონირებდა. პედაგოგები: დ. ჯანელიძე, უ. ჩხეიძე, ვ. ანჯაფარიძე, შ. ღამბაშიძე, ვ. ყუშიტაშვილი, ე. პავლოვა-მიქელაძე და სხვ.