„მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის“, საქართველოს მეცნიერებთა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ცენტრის მიერ 1955–79 გამოცემული კრებული (8 ტომი).
XX ს-ში საქართველოში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა კავკ. მუზეუმი (დაარსდა 1852). გათხრით სამუშაოებში 1930-იდან მონაწილეობდა ივ. ჯავახიშვილი. 1936–40 მიმდინარეობდა თრიალეთის კულტურის (თრიალეთის ყორღანები) ძეგლების შესწავლა. 1941 საქართვ. მუზეუმში გაიხსნა არქეოლ. გამოფენა – „თრიალეთი და მცხეთა – უძველესი ქართული კულტურის კერები“.
„მ. ს. და კ. ა-ში“ იბეჭდებოდა ცნობილი ქართვ. არქეოლოგების სამეცნ. სტატიები. ტომი I: სამთავროს ყორღანული სამარხი (ტ. ჩუბინიშვილი); მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1937–51 ნუმიზმატიკური მონაპოვარი (დ. კაპანაძე); „განჯისკარის“ 1948 წლის არქეოლ. გათხრის ანგარიში (ო. ჯაფარიძე); ნადარბაზევი (ი. ციციშვილი, პ. ზაქარაია); კაჭრეთში აღმოჩენილი სამარხი (ნ. უგრელიძე); არქეოლოგიური გათხრა თბილისში 1948 ზამთარში (გ. ლომთათიძე); რუსთავში წარმოებული არქეოლ. გათხრების შედეგები (გ. ლომთათიძე); წილკანში აღმოჩენილი გემის ბერძნული წარწერა (თ. ყაუხჩიშვილი). ტომი II: კამარახევის სამაროვანი (რ. რამიშვილი); გვიანანტიკური ხანის დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები (რ. ფუთურიძე); წებელდის გვიანანტიკური ხანის კერამიკა (ქ. ბერძენიშვილი); ბრინჯაოს კახური ტიპის სატევარი (კ. ფიცხელაური); გვიანი ბრინჯაოს ხანის სამაროვანი სოფ. გულგულასთან (კ. ფიცხელაური); არქეოლოგიური კვლევები ვანსა და ვანის რ-ნში 1952 (ნ. ხოშტარია). ტომი III: ხრამის ხეობის პალეოლითური ძეგლების აღწერილობა, სამარხები თეთრი წყაროს მახლობლად; ყაზბეგის განძი; ნატბეურის მინის საწარმო, არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში; ინტიკის ტბის მიდამოებში ჩატარებული გათხრების შედეგები და სხვ. ტომი IV: ჯავახეთის ქვედა პალეოლითური ძეგლები, მუხრანის ველის არქეოლ. ძეგლები; ქობულეთ-ფიჭვნარის ანტ. ხანის ძეგლები, სოხუმის ძველი ციხის წითელლაკიანი კერამიკა, ბიჭვინთის არქეოლ. ძეგლები, საქართვ. მუზეუმში დაცული ომაიანთა მონეტები, ქართ. არქეოლ. ტერმინოლოგიის მასალები. ტომი V: მთა ურთას ძეგლები, თეთრი წყაროს ანტ. ხანის ძეგლები, ადგილ. კერამიკა ვანიდან, ლოქის ხეობის ნასოფლარი, ატენის ხეობის ძეგლები, საქართვ. უძველესი „ბრტყელი ცულები“, ღუმურუშის ნამოსახლარის ძეგლები (I–V სს., რედ. ა. აფაქიძე). ტომი VI: ქუთაისის ქვედა პალეოლითური ნაშთები, კახეთის ქვედა პალეოლითური მასალა, ხერგულის კლდის მასალა; ეძანის ეხის ქვის ინვენტარი, კოლხეთის ქვის ხანის ღია ნამოსახლარები, პალურის საძვალე;სამარხები სოფ. აღაიანიდან; მასალები აბედათის დიხა-გუძუბადან, ძეგლები სოფ. დოღლაურიდან, ადრე ბრინჯაოს ხანის ქართ. თეგური ხელოვნების ნაკეთობათა ტექნოლ. კვლევა, გათხრები ჩხირთოლის ნეოლითურ ნამოსახლარზე (რედ. ა. კალანდაძე). ტომი VII: დასახლების თავისებურება, არუხლო I, წოფის აფსიდიანები, ქვემო ქართლის ლანდშაფტი, ოქუმის გამოქვაბულის ენეოლითური ნაშთები, სამშვილდის უძველესი ნასოფლარი; „სამეფო აკლდამების“ სოციოლოგიური ინტერპრეტაციისათვის, მეცხვარეობის ისტორიისათვის და სხვ. (რედ. ტ. ჩუბინიშვილი). ტომი VIII: აფხაზეთის მთისწინა ქვედა პალეოლითური ძეგლები (იაშთხვა), ენგურის ხეობის ძეგლები, გარე კახეთის ზეგნის ძეგლები და სხვ. (რედ. გ. გრიგოლია).
ნ. მაჭავარიანი
პ. სურგულაძე