გუჯაბიძე ჯიმშერ ბათლომეს ძე 

ბ. გუჯაბიძე

გუჯაბიძე ჯიმშერ ბათლომეს ძე  (30. XI. 1930, ფოთი), ბავშვთა უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1987), პროფესორი (2002). 1955 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი; 1955–58 მუშაობდა მოსკოვის ოლქში ქირურგად. 1969–89 წლებში – საქართველოს უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ბავშვთა განყოფილებაში, 1990-იდან არის ამავე განყ-ბის გამგე, თსუ-ის უროლოგიის კათედრის პროფესორი (1998), თსსუ-ის პედიატრიული ფაკ-ტის უროლოგიის კურსის ხელმძღვანელი (1996). 2008-იდან მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრ. საავადმყოფოს ქირურგ. დეპარტამენტის კონსულტანტია. კითხულობს ლექციებს უროლოგიაში ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის უროლოგიისა და თსსუ-ის ბავშვთა ქირურგიის კათედრებზე. გ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 4 მონოგრაფიის ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2001).

თხზ.: თირკმელების და შარდსაწვეთების ანომალიები, თბ., 1978; უროლოგიის ცნობარი, თბ., 1978; ქვედა საშარდე გზების განვითარების ანომალიები ბავშვთა ასაკში, თბ., 1984; შარდსადენი მილი – ურეთრა და..., თბ., 2002.