„მასწავლებელი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო-საგანმანათლებლო გამოცემა. გამოდის ბეჭდური ჟურნალისა (2008) და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ის (2012) სახით.
მათი შექმნის მიზანი იყო მასწავლებელთა პროფ. განვითარებისთვის საჯარო გზით ინფორმაციის დროული მიწოდება, მეთოდური, საგანმან. და პროფ. რესურსებით უზრუნველყოფა; ბენეფიციარებისა და დაინტერესებულ პირთათვის განათლების სისტემის ახ. მიზნებისა და სტრატეგიების გაცნობა, პროფ. სტანდარტის დანერგვის ხელშეწყობა, მასში საზ-ბის ჩართულობა და სხვ.
ჟურნალის მთ. რედაქტორი და რედკოლეგია განსაზღვრავს მისი მუშაობის სტრატეგიას და შინაარსს. ჟურნალი ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა. 2021 მონაცემებით გამოცემულია ჟურნალის 93 ბეჭდური ნომერი, ჟურნ. „მ-ის“ ბ-კის სერიით – 19 „მასწავლებლის წიგნი“, ამავე მონაცემებით ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე განთავსებულია მრავალი საგანმან. რესურსი. მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულია ლიტ. კონკურსები ქართვ. მწერლებისთვის – „ვწერ მასწავლებლისთვის“, შერჩეულია საუკეთესო მოთხრობები სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებაზე. ჟურნალის ავტორებსა და გამოქვეყნებულ მასალას მიღებული აქვთ USAID-ისა და აშშ-ის საელჩოს სხვადასხვა კონკურსების პრიზები.
ნ. ინგოროყვა