მაქაცარია თენგიზ ვიქტორის ძე (12. VII. 1929, ბათუმი, – IX. 1968, იქვე), შორეული ნაოსნობის კაპიტანი. დაამთავრა ბათუმის საზღვაო-სანაოსნო (1948) და ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო (1951) სასწავლებლები. როგორც კაპიტნის მესამე, მეორე და უფრ. თანაშემწე, ცურავდა შორეული აღმ-ის საზღვაო-სანაოსნოს გემებით: „ბაქო“, „იაკუტია“ და „კლიაზმა“ (1951–53); იყო შავ ზღვაში მოცურავე გემ ,,მარშალ ტოლბუხინის“ კაპიტნის მეორე თანაშემწე, „ჩეხოვის` – უფრ. თანაშემწე. თბომავალ ,,ადმირალ უშაკოვის“ – კაპიტნის თანაშემწე. 1961-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო თბომავალ ,,საქართველოს“ კაპიტანი (საზღვაო ტრადიციების თანახმად მ-ს ეს გემი ჩააბარა ყოფილმა კაპიტანმა ე. გოგიტიძემ). მ-ს ხელმძღვანელობით თბომავალმა მრავალი საერთაშ. რეისი შეასრულა. 1974 ბათუმის სანაოსნოს ერთ-ერთ ტანკერს ეწოდა ,,კაპიტანი მაქაცარია“.
ლიტ.: Чантурия В., Рыцарь моря, Бат., 1985.
თ. არსენაძე