მაღალაშვილი ედიშერ გიორგის ძე

ე. მაღალაშვილი

მაღალაშვილი ედიშერ გიორგის ძე (4. I. 1925, თბილისი, – 26. I. 2005, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. (1967) და სომხ. (1979) სახ. არტისტი. 1947 დაამთავრა თბილ. კინოსტუდიასთან არსებული კინოსამსახიობო სკოლა, ხოლო 1953 – თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1946–50 მუშაობდა თბილ. კინოსტუდიაში. 1958–64 მარჯანიშვილის, ხოლო 1964-იდან – რუსთაველის თეატრში. სხვადასხვა დროს შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მარჯანიშვილის თეატრში – მერკუციო (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“), ბახუტა (უ. ჩხეიძის „გიორგი სააკაძე“), მორტიმერი (ფ. შილერის „მარიამ სტიუარტი“), დირექტორი (ა. კასონას „ხეები ზეზეურად კვდებიან“), კლაიდ გრიფიტსი (თ. დრაიზერის „ამერიკული ტრაგედია“), ბადრი (ლ. გოთუას „სამსახეობა რაინდისა“), რუვიმი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), იაზონი (ევრიპიდეს „მედეა“) და სხვ.; რუსთაველის თეატრში – ჯონ პროქტორი (ა. მილერის „სეილემის პროცესი“), ავტორი (ა. დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“), კრეონტი (ჟ. ანუის „ანტიგონე“), თეზევსი (ჟ. რასინის „ფედრა“), ეფრაიმ ქებოტი (ი. ო’ ნილის „სიყვარული თელებ ქვეშ“), შაჰ აბასი (ა. გრიფიუსის „ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“), სარძლოს მამა (ფ. გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“), ნიკოლოზ ფალავანდიშვილი (გ. ბათიაშვილის „შეთქმულება“), სატურნინუსი (უ. შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსი“) და სხვ.

ე. მ ა ღ ა ლ ა შ ვ ი ლ ი – კესოუ მირბა, ლ. ა ს ა თ ი ა ნ ი – კამა. კადრი ფილმიდან
"გაზაფხული საკენში". რეჟისორი ნ. ს ა ნ ი შ ვ ი ლ ი. 1954.

ქართულ კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „აკაკის აკვანი“, შეასრულა ბაგრატის როლი (რეჟ. კ. პიპინაშვილი, 1947). მ-ის კინოროლებიდან აღსანიშნავია მგელიკა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, რეჟ. ნ. სანიშვილი, 1954), ლევან გელაშვილი („ჩრდილი გზაზე“, 1956), ბარდღა რევია („მამლუქი“, 1958; ორივეს რეჟ. დ. რონდელი), დავით-ბეგი („იმედის ვარსკვლავი“, 1978; რეჟ. ა. კეოსაიანი; დავით-ბეგის როლის შესრულებისთვის მიენიჭა სომხეთის სახ. არტისტის წოდება), მეწისქვილე („წყალდიდობა“, რეჟ. თ. გოშაძე, 1970), მგზავრი („ნეილონის ნაძვის ხე“, რეჟ. რ. ესაძე, 1985), ოთარ კახიშვილი („სპირალი“, 1990), მღვდელმთავარი („ანთიმოზ ივერიელი“, 2001; ორივეს რეჟ. გ. ჭოხონელიძე,), მთავარი ექიმი („როგორც ლურჯა ცხენები“, რეჟ-ები: თ. მენაბდე, კ. მელითაური, 2003); მონაწილეობდა სატელევიზიო ფილმებში: „სახლი ძველ უბანში“, „ყავა და ლუდი“, „კურდღელი“ და სხვ.

მ. გამოირჩეოდა დახვეწილი მეტყველებითა და ვიზუალური გამომსახველობით. თეატრი და კინო გაამდიდრა მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებული მხატვრული სახეებით.