მაღალაშვილი იოსებ ირაკლის ძე (დ. 2. IX. 1952, სოფ. მეტეხი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (სამბო). სსრკ სპორტის ოსტატი (1970) და საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი 1974. მსოფლიოს ჩემპიონი (1974) და მეორე პრიზიორი (1975), მსოფლიოს თასის მფლობელი (1977). სსრკ სამგზის ჩემპიონი (1974, 1976, 1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ჩემპიონი (1975) და VII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1979). სსრკ თასის მფლობელი (1975). დაამთავრა საქართვ. ფიზკულტურის ინ-ტი (1977). გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალითა და ქართულ ჭიდაობაზე დაფუძნებული ორიგინალური ტექნიკით. მიღებული აქვს ღირსების ორდენი.