მაღალაშვილი ლევან ლუარსაბის ძე [10. VIII. 1879, თბილისი, – 22.VIII. 1926, მიუნხენი (გერმანია)], ქართული არმიის გენერალი (1919), რუსეთის არმიის პოლკოვნიკი (1917). განათლება მიიღო რუსეთის პაჟთა კორპუსში, ჩინეთის ლაშქრობის მონაწილე. მსახურობდა თერგის, შემდეგ ამურის კაზაკთა ჯარებში. 1917-იდან მეთაურობდფა დას. ფრონტზე რუს. ჯარის კავკასიის ცხენოსანი დივიზიის თათართა ცხენოსან პოლკს, 1918 წ. 1 იანვ. დატოვა პოლკის მეთაურის თანამდებობა, რადგან პოლკი შევიდა მუსლიმანური (აზარბაიჯანის) კორპუსის შემადგენლობაში. 1918–21 მსახურობდა ქართულ ჯარში, მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1921-იდან ემიგრაციაში წავიდა.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე