მაღალაშვილი ნიკოლოზ, ჰიმნოგრაფი. XVII ს. დავითგარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი. მისი თხზულებაა „ცხოვრება და შესხმაჲ ახლად მოწამედ გამოჩენილისა შიოსი და ხუთთა მონაზონთა, რომელნი დახოცეს დავითგარეჯის ლეკთა უღთოთა`, პატრიოტული შინაარსის ჰიმნოგრაფიული კანონი, რ-ის მიხედვით ცოცხლად წარმოგვიდგება ახალმოწამე შიოს პორტრეტი. ჩვენამდე მოაღწია XVII–XVIII სს. ჰიმნოგრაფიულმა კრებულმა „სადღესასწაულოდ“, რ-შიც შედის მ-ის (აგრეთვე გ. ვახვახიშვილი-დოდორქელის, იასე ერისთავის, ბ. ორბელიშვილის, ნ. ჩერქეზიშვილის) ჰიმნოგრაფიული კანონიც.
ლიტ.: ქავთარია მ., დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლა, თბ., 1965; მისივე, ნიკოლოზ მაღალაშვილის ჰიმნოგრაფიული მოღვაწეობა, „მრავალთავი“ 1975, №4.