მაღალთაძე როინ გიორგის ძე (დ. 23. VIII. 1941, სოფ. დოესი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი), სპორტსმენი (ძიუდო, სამბო). ძიუდოში სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი. ევროპის ჩემპიონი ძიუდოში (1968) და მესამე პრიზიორი (1969, გუნდური შეჯიბრი). სამბოში სტუდენტთა მსოფლიო თამაშების მეორე პრიზიორი (1966), სსრკ ჩემპიონატის მეორე (1963) და მესამე (1962) პრიზიორი.