მაღლაკელიძე თამაზ ალექსანდრეს ძე

თ. მაღლაკელიძე

მაღლაკელიძე თამაზ ალექსანდრეს ძე (დ. 14. III. 1947, ხულო, აჭარის არ), პულმონოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1987), საქართვ. ეროვნ. პრემიის ლაურეატი (2015). 1970 დაამთავრა თსსი. 1970–71 მუშაობდა ბორჯომში, სანატორიუმ ,,ლიკანის“ თერაპევტად. 1971–77 იყო თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის პულმონოლოგიის კათედრის უფრ. ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი, შემდგომ პროფესორი (1977–2006); თბილ. სახელმწ. სამედ. აკადემიის ფარმაცევტული (1990–94), შემდეგ (1994–96) სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი, თსუ-ის სამკურნ.-დიაგნოსტიკური ცენტრის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (1998–2007), გენ. დირექტორის მოადგილე (2007–12). 2015-იდან არის თსუ-ის პროფესორი. 2012-იდან ხელმძღვანელობდა გერმ.-ქართული კლინიკა შპს „დიაგნოსტიკური სერვისის“, ხოლო 2015-იდან – შპს ,,აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ პულმონოლოგიის დეპარტამენტებს.

2004-იდან მ. არის „საქართველოს რესპირაციული ჟურნალის“ მთ. რედაქტორი, 2007-იდან – საქართვ. რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი; 2012-იდან – აკად. ფ. თოდუას სახ. კლინიკური მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის კონსულტანტი; 2017-იდან – ჟურნ. „პულმონოლოგიის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (მოსკოვი); იმავდროულად – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რესპირატორულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ალიანსის (GARD) კავკ. კოორდინატორი და ამავე ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური თავ-რე (2019). 2010-იდან არის საქართვ. საპატრიარქოს ექიმ-კონსულტანტი.

მ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, რ-ებიც ეხება რესპირატორული მედიცინის აქტუალურ საკითხებს.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2002).