მაღლარი, ვაზის მაღალშტამბიანი ფორმა საქართველოში. საყრდენად იყენებენ ხემცენარეებს (მურყანი, ხურმა, თუთა, ბალი და სხვ.). მ. უმთავრესად დას. საქართველოში გვხვდება. ფილოქსერისა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო მ-ის რაოდენობა შემცირდა დას. საქართვ. ჭარბტენიან ადგილებში (გურია, აჭარა, სამეგრელო). მ-ის სახესხვაობაა ოლიხნარი.
რ. რამიშვილი