მაღნარაძე ლევან (ლეო) გიორგის ძე [22.VI. 1913, ახალსენაკი (ახლანდ. სენაკი), – 6. II. 2002, თბილისი], მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1989), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1974). დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი (1934). მუშაობა დაიწყო იქვე, 1964–67 იყო ამავე ფაკ-ტის დეკანი, 1967–90 – თსუ-ის გამოყენებითი მათ. ინ-ტის მათ. და ფიზ. დიფერენციალური და ინტეგრალური განყ-ბის გამგე, 1976–91 – საქართვ. მათ. საზ-ბის, 1991–96 კი – საქართვ. მათ. კავშირის თავ-რე.
მ-ის მეცნ. კვლევის მთავარი მიმართულებებია: ფუნქციათა თეორია, დიფერენციალური და ინტეგრალურ განტოლებათა თეორია და დრეკადობის მათ. თეორია.
დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვილის მედლით (1983).