მაღრანდვალეთის პლატო, პლატო ჯავის მუნიციპალიტეტში, მდ-ების – დიდი ლიახვისა და ქსნის სათავეებში. შემოფარგლულია ყელის ვულკანური პლატოთი და მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთ. ქედის განშტოებებით – გერმუხის, ხარულის, დვალეთის ქედებით. ტერიტორიაზე ახალგაზრდა ვულკანური რელიეფის ფორმებია: ლავური პლატო, ნაკადები, კონუსები, გუმბათები. ყელის პლატოდან სხვადასხვა მიმართულებით გაწვდილია ლავების მეტ-ნაკლებად გრძელი შტოები – ლავური ღვარები, რ-ებიც მიჰყვებოდა მდინარეთა ძველ ხეობებს. ყელის პლატოს ერთ-ერთი ამგვარი გამონაზარდია მ.-დ. პ., ლავური ღვარი, რ-იც დას-ისკენ, პლატოს ყელიდან 15 კმ-ზეა გადაჭიმული. ქვიანი ზედაპირის მქონე ამ ღვარის აღმ. ნაწილში, მდ-ების – ედისისა და ერმანის (დიდი ლიახვის შენაკადები) ხეობათა შუამდინარეთში, გვხვდება მრავალი პატარა ტბა.
მ. მელიქსეთბეგი