მაღრაძე მურთაზ ვახტანგის ძე

მაღრაძე მურთაზ ვახტანგის ძე (დ. 18. V. 1942, სოფ. ლეღვანი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (2000), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი (1969). 1972-იდან მუშაობს იქვე, იყო საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტის ეკონომიკური ინფორმატიკის კათედრის დოცენტი (1980–88; 1990–2000), უფრ. მეცნიერი თანამშრომელი (1988–90), ამავე კათედრის გამგე (1994–2006), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის კათედრის სრული პროფესორი (2006–09). 2009-იდან ამავე ფაკ-ტის მოწვეული პედაგოგი, ემერიტუსია. იყო თსუ-ის დიდი სამეცნ. საბჭოს წევრი (1994–2005). არის ჟურნ. „ეკონომიკა და ბიზნესის` რედკოლეგიის წევრი (2008-იდან დღემდე).

მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, რ-ებიც ეხება საზოოგადოების ინფორმატიზაციის პრობლემებს. მიღებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2009), ღირსების ორდენი (2013).

თხზ.: სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ინფორმატიზაცია (თეორია და პრაქტიკა), თბ., 1999; კათედრის მართვისა და ფაკულტეტზე კონკურსების ჩატარების ავტომატიზებული სისტემების შემუშავება და დანერგვა, თბ., 2017 (თანაავტ.).