მაყაშვილი დიმიტრი სოლომონის ძე (5. X. 1840, თელავი, – 6. V. 1906, იალტა, დაკრძალულია სოფ. იყალთოში), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1891). 1857-იდან ჯარში ირიცხებოდა ოფიცრად. მსახურობდა 156-ე ელიზავეტპოლის (ახლანდ. განჯა) ქვეით პოლკში. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) მონაწილე. მეთაურობდა სხვადასხვა ნაწილებს კავკასიის სამხ. ოლქში. 1886-იდან იყო თბილ. სათათბიროს დეპუტატი, თელავის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი. 1891 გავიდა თადარიგში.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.