მაყაშვილი ვლადიმერ ათანასეს ძე (2. XII. 1839, თელავი, – 1. XI. 1911, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1897). 1859-იდან მსახურობდა ჯარში. იყო რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) მონაწილე, 1877-იდან – 39-ე მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი (1887-იდან პოლკოვნიკი), 1896-იდან – დაღესტნის ხაიდაყო-თაბასარანის ოლქის უფროსი. 1900 გადადგა სამხ. სამსახურიდან.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
მ. გოგიტიძე