მაყაშვილი ილია ზაქარიას ძე (4. XII. 1857, სოფ. იყალთო, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, – 1917-ის შემდეგ), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914). დაამთავრა კიევის სამხ. გიმნაზია (1873), კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1877), ოფიცრების მსროლელთა სკოლა (1899). რუსეთ-ოსმალეთის (1877–78), რუსეთ-იაპონიის (1904–05), I მსოფლიო (1914–18) ომების მონაწილე. ციმბირის მე-18 მსროლელი პოლკის (1905–14), მე-6 ქვეითი დივიზიის მე-2 ბრიგადის, 56-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადის მეთაური (1914-იდან), 151-ე ქვეითი დივიზიის ბრიგადისა (1917-იდან) და ციმბირის მე-8 მსროლელი დივიზიის მეთაური (1917 სექტ-იდან).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.