მაყაშვილი მალხაზ ალექსანდრეს ძე (დ. 13. IX. 1953, თბილისი), ბიოლოგი, ფიზიოლოგი. ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1998). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი შრომათა ციკლისათვის „თავის ტვინის ფუნქციური სიმეტრია და ასიმეტრია“ (1991).
დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის სპეციალობით (1975). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ი. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინ-ტის ჰემისფეროთა ურთიერთობის შემსწავლელი ლაბორ. უმცროსი (1978–80), უფროსი (1980–2003), წამყვანი (2004–06) მეცნიერი თანამშრომელი, ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი (1999–2006). 2006-იდან არის ილიას სახელმწ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი, აგრეთვე ფსიქო-ფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი (2018).
თხზ.: შესავალი ქცევის მექანიზმებში. ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, თბ., 2015; თავის ტვინის ფუნქციური სისტემები, თბ., 2018; Ассиметрия мозга человека, Тб., 1997.