მაყაშვილი სიმონ, XVIII ს. შუა წლების ქართველი დიპლომატი, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის ელჩი მოსკოვში ათანასე თბილელთან ერთად 1752–54. ელჩობის მიზანი იყო რუსეთისაგან ჯარის და ფულადი დახმარების მიღება ლეკთა შემოსევების ასალაგმავად. ქართველი მეფეები საიმპერატორო კარს ასევე სთავაზობდნენ ერთობლივი ლაშქრობის მოწყობას სპარსეთში. ელჩობა უშედეგოდ დამთავრდა.
წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ, 1981.
ლიტ.: ცინცაძე ი., ათანასე თბილელისა და სიმონ მაყაშვილის ელჩობა რუსეთში (1752–1754), „საისტორიო მოამბე“, 1962, [ტ.] 6.