მაშავერაჰესი

მაშავერაჰესი, მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური. გაიხსნა 1949. მდებარეობს ქვემო ქართლში, მდ. მაშავერაზე. მ-ის სიმძლავრეა 0,8 მგვტ. მისი მფლობელია შპს „მცირე ენერჯი“. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ. კვტ.სთ): 2012 წ. – 2,8; 2015 წ. – 2,0; 2017 წ. – 2,2; 2018 წ. – 2,6; 2019 წ. – 2,5; 2020 წ.– 1,9; 2021 წ. – 2,2; 2022 წ. – 2,6.