მაშნაარი

მაშნაარი, სოფელი კახეთის რეგიონის სიღნაღის მუნიციპალიტეტში (საქობოს თემი), გომბორის ქედის ჩრდ.-აღმ. მთისწინეთში, ალაზნის არხის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 320 მ. სიღნაღიდან 6 კმ. 483 მცხ. (2014). სოფელში გადის რკინიგზის ხაზი.

სოფლის ჩრდ-ით, ნაბაღრებად წოდებულ ადგილზე, კახეთის არქეოლ. ექსპედიციამ (XX ს. 60-იანი წლების ბოლოს, ხელმძღვ. კ. ფიცხელაური) გათხარა ორი გორასამარხი, მათგან ერთი ძვ. წ. IV–III ათასწლეულების მიჯნას განეკუთვნება, ხოლო მეორე – ძვ. წ. IV ათასწლეულს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.1IV, თბ., 2021.