მაჩაბელი გიორგი ზაქარიას ძე (დ. 2. XII. 1941, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1983). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). მუშაობა დაიწყო მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის სინერგეტიკის ლაბორატორიაში პლაზმის ფიზიკის თეორიის დარგში (1965–68). იყო ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზ. ინ-ტის უმცროსი (1968–76), ხოლო შემდეგ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (1976–2009), თსუ-სა (2006–09) და ილიას სახელმწ. უნ-ტში (2009–11) – პროფესორი, თეორიული ფიზიკის ინ-ტის დირექტორი (2010–11), ილიას სახელმწ. უნ-ტის ემერიტუსი პროფესორი (2011-იდან).
მ-ის სამეცნ. კვლევები ეხება პლაზმაში არაწონასწორული პროცესების სტატისტიკური და მაგნიტური ჰიდროდინამიკის პულსარების გამოსხივების თეორიებს. არის სამეცნ. პუბლიკაციების ავტორი. ეწევა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. წლების განმავლობაში საქართვ. ტელევიზიით მიჰყავდა სამეცნ.-პოპულ. გადაცემები.
თხზ.: სერ ისააკ ნიუტონი, თბ., 2019; Аномальные пульсары, М., 2009 (თანაავტ. И. Ф. Малов).