მაჩაბელი გიორგი მიხეილის ძე (3. IV. 1862, – გ. წ. უცნ.), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1917). განათლება მიიღო ელიზავეტგრადის სამხ. პროგიმნაზიაში. 1879-იდან სამხ. სამსახურში იყო. დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. გაამწესეს გრენადერთა მე-14 ქართულ პოლკში. მეთაურობდა ასეულს, ბატალიონს. I მსოფლიო ომის (1914–18) მონაწილე. პოლკოვნიკი (1916-იდან). 1916–17 მეთაურობდა მე-19 ლაიბგრენადერთა ერევნის პოლკს.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.