მაჩაბელი დავით გიორგის ძე (XVIII ს. 10-იანი წწ., სოფ. ქურთა, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1776, პოლტავა, უკრაინა), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1775). მამამისი 1724 გაჰყვა ვახტანგ VI-ის ამალას რუსეთში და დასახლდა უკრაინაში. ამ ადგილს „მაჩაბელოვკა“ ეწოდა. 1750-იდან მსახურობდა ჯარში და მონაწილეობდა რუსეთ-პრუსიის (1756–63), რუსეთ-ოსმალეთის (1768–74) ომებში. მსახურობდა კავკასიის ცალკეულ კორპუსებში, შემდეგ რუსეთსა და უკრაინაში მეთაურობდა სამხ. ნაწილებს. 1775 გადადგა სამხ. სამსახურიდან.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.