მაჩაბელი ელენე ზაქარიას ასული (15. II. 1906, თბილისი, – 28. XI. 1987, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1960). დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (1930). იყო ნ. პ.კანდელაკის მოწაფე. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1933-იდან. ძირითადი ნამუშევრები: არსენა ოძელაშვილის ძეგლი (1949, მარმარილოს ნაფხვენი; 1972, ბრინჯაო, მცხეთა); სკულპტურული პორტრეტები: „კალათბურთელი ქალი'' (1955), „ცისანა'' (ბრინჯაო, 1957; შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმი), „ნორჩი პარტიზანი'' (ბრინჯაო, 1965), „მარინე'' (თაბაშირი, 1967; ორივე დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეა), „ქალიშვილის პორტრეტი'' (1980), „ახალგაზრდა ვაჟის პორტრეტი'' (1980, პლასტელინი, კერძო კუთვნილება). მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. საქართვ. ეროვნ. გალერეასა და აღმოსავლეთის ხელოვნ. სახელმწ. მუზეუმში (მოსკოვი).