მაჩაბელი ვასილ რევაზის ძე (24. III. 1854, სოფ. ქურთა, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 1914, რუსეთი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). დაამთავრა თბილ. ქვეით იუნკერთა სკოლა. 1873-იდან მსახურობდა ელიზავეტპოლის 156-ე, ყუბის 155-ე, ციმბირის მე-10 ომსკის ქვეით პოლკებში, იყო ეკატერინოგრადის სადისციპლინო ბატალიონის მეთაური (1911-იდან). რუსეთ-იაპონიის ომის (1904–05) მონაწილე. 1913 გადადგა სამხ. სამსახურიდან წლოვანების გამო.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.