მაჩაბელი იასე, XVIII ს. II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე. 1752 ერეკლე II-მ სამხედრო დახმარების მიღების მიზნით ელჩად გაგზავნა ყაბარდოში. მ-ის ელჩობის შედეგად ერეკლეს 1500 მებრძოლი გამოუგზავნეს. „გარდმოვიდა იასე მაჩაბელი, მოყვაა დიდის ჩერქეზის ბატონიშვილი ჯარით. დაიწყეს მზადება მეფეთა ჩვენთა საომრად“, – წერს პაპუნა ორბელიანი. ამ რაზმთან ერთად ქართველებმა ყაზახ-შამშადილუს საზღვარზე განჯისა და შაქის სახანოთა ჯარი დაამარცხეს. 1760–62 მ. პეტერბურგში ახლდა თეიმურაზ II-ის ამალას.
წყარო: ორბელიანი პ., ჰამბავნი ქართლისანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.
ლიტ.: ბოცვაძე თ., საქართველო-ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1963; მაჭარაძე ვ., მასალები XVIII ს. II ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიისათვის, ნაწ. 2, თბ., 1968.