მაჩაბელი კიტი გიორგის ასული (დ. 25. X. 1931, თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1976), პროფესორი (1978). დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1955). 1960-იდან იყო გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, საქართვ. კულტ. საგანძურის დაცვის კომისიის თავ-რის მოადგილე (1999), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განყ-ბის გამგე (1984–2006), 2009-იდან – მთ. მეცნიერი თანამშრომელი, თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემიის ემერიტუსი პროფესორი (2009), 1971-იდან საქართვ. მხატვართა კავშირის და საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის (2004–12) წევრი. მ-ს დიდი წვლილი მიუძღვის წინაქრისტიანული ქართ. ხელოვნების შესწავლის საქმეში.
მ. მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორია. მის ნაშრომებში განხილულია ქართ. ქრისტ. ხელოვნების გენეზისის, შუა საუკუნეების ქართ. ჭედური ხელოვნებისა და ქანდაკების საკითხები, საქართვ. როლი ქრისტ. იკონოგრაფიის ჩამოყალიბებაში. მონაწილეობდა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ საერთაშ. სიმპოზიუმებში (იტალია – 1974, 1980, 1986; თბილისი – 1977, 1983, 1989). მ-ს მიღებული აქვს საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. პრემია (2010).
თხზ.: ძველი საქართველოს ვერცხლი, თბ., 1983; ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქვაჯვარები, თბ., 2008; ქართული ქრისტიანული ხელოვნების სათავეები, თბ., 2014; Позднеантичная торевтика Грузии, Тб., 1976; Stèles Géorgiennes en pierre, Lugano, 1997.