მაჩხალროსო

მაჩხალროსო, უღელტეხილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ-ების – მაწიმისა და მაჩხალროსის სათავეებთან. ზ. დ. 3000 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპური მდელოებით. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა, რ-იც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს აკავშირებს დაღესტანთან.