მაჩხარა (მაჩხარახოხი), მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ლიახვის ხეობაში, მდ-ების – ჯეჯორისა (რიონის მარცხ. შენაკადი) და ქეშელთის (ფაწის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფ ქედზე. ზ. დ. 3007 მ. აქვს წესიერი კონუსის ფორმა. დანაწევრებულია რადიალურად. მეოთხეულ პერიოდში მთის ირგვლივ მდებარე ადგილებიდან ჯეჯორის ხეობაში ეშვებოდა ორი დიდი მყინვარი. მთა აგებულია ზედაიურული მერგელიანი ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ალპ. მდელოებით.