მაჩხაფარი

მაჩხაფარი, მწვერვალი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ცხენისწყლის სათავეში. ზ. დ. 3689 მ. აგებულია ასპიდური თიხა-ფიქლებით, ქვიშაქვებითა და კვარციტებით. მ-ის ძირას ხეობის ტიპის მყინვარებია.