მაწიმი

მაწიმი (ყოფ. ცოდნა), სოფელი კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე, მდ. მაწიმის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: მ., რაჭისუბანი). ზ. დ. 380 მ., ლაგოდეხიდან 4 კმ, 618 მცხ. (2014).

სოფლის აღმ-ით, ოთხასიოდე მ-ზე, მდ. მაწიმის მარცხ. ნაპირზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში დგას ძელიცხოვლის დარბაზული ეკლესია, რ-იც ადრინდ. შუა საუკუნებით თარიღდება.

ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1IV, თბ., 2021.