მაწკეპლაძე კონდრატ ბარნაბის ძე

მაწკეპლაძე კონდრატ ბარნაბის ძე [26. VIII (8.IX). 1908, სოფ. გელათი, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი, – 19. IX. 1981, მოსკოვი], სამთო ინჟინერი. სოციალ. შრომის გმირი (1961). დაამთავრა მოსკოვის სამთო ინ-ტი (1937). მუშაობდა სსრკ მძიმე მრეწველობის სახ. კომისარიატის „მთავარმადნის" საწარმოო განყ-ბაში (1937–39), ხელმძღვანელობდა ოქროს სარეწებს შორეულ აღმოსავლეთსა (1939–44) და იაკუტიაში (1944–62). მუშაობდა სსრკ ფერადი მეტალ. სამინისტროს აპარატში (1962-იდან).

მ-მ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა სსრკ ოქროს მრეწველობის განვითარებაში.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.