მაჭავარიანი ვლადიმერ (ვოვა) გიორგის ძე (6. VIII. 1906, ბათუმი, – 6. I. 1986, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1926). ჩრდ. კავკასიასა და ყირიმში ბეჭდავდა სტატიებს ფრონტისთვის განკუთვნილ ქართ. გაზეთებში (1941–45). იყო ი. ჭავჭავაძის სახ. თბილ. უცხო ენათა ინ-ტის რექტორი (1948-იდან) და სკკპ ისტ. კათედრის გამგე (1948–50), კინემატოგრაფიის მინისტრი, კინოსტუდიის დირექტორი და სხვ. პირველი წერილი გამოაქვეყნა 1924, პირველი წიგნი „ტანა-ტუვა“ – 1928 (მოსკოვი, თანაავტ. ს. ტრეტიაკოვი). ავტორია მონოგრაფიისა „მარქსისტულ-ლენინური პროგრამის გამომუშავების ისტორიიდან“
(1960). იკვლევდა ლიტ. თეორიის საკითხებს. მწერლის კალამს ეკუთვნის საინტერესო წერილები ქართვ. მოღვაწეებზე, მ. შ. კ. მარჯანიშვილზე, შ. დადიანზე, ა. კალანდაძეზე და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
თხზ.: ფალსიფიკატორები და ოინბაზები, თბ., 1957; წერილები ჩვენს ცხოვრებაზე, თბ., 1958; პუბლიცისტის დღიურიდან, თბ., 1961.
ლიტ.: ნატროშვილი გ., პუბლიცისტის ცხოვრების გზა, წგ.: თხზულებანი ორ ტომად, ტ. 2, თბ., 1976.