მაჭავარიანი მიხეილ მერაბის ძე (27. II. 1838, ქუთაისი, – 23. XII. 1902, თბილისი, დაკრძალულია თელავში), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1899). ჯარში მსახურობდა 1856-იდან. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში. იყო ღუნიბის სარეზერვო, შირვანის 84-ე, აფშერონის 681-ე, გორის 259-ე ქვეითი პოლკების მეთაური (1897–1901).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.