მაჭავარიანი მიხეილ სერგის ძე [20. III (1. IV). 1888, ქუთაისი, – 28. III. 1973, თბილისი], სამხედრო მფრინავი, საქართველოში სამოქალაქო ავიაციის ორგანიზატორი. დაამთავრა ვარშავის სუვოროვის კადეტთა კორპუსი (1907), კონსტანტინეს საარტილერიო სასწავლებელი (1910). მსახურობდა 39-ე საარტილერიო ბრიგადაში (1910−13). I მსოფლიო ომის (1914−18) მონაწილე. კავკასიის ფრონტზე საჰაერო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისათვის მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. დაინიშნა კავკასიის მე-2 საავიაციო რაზმის მეთაურად (1916). საქართვ. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა სამხ. ავიაციაში (1921−28). იყო საქართვ. საავიაციო დივიზიონის მეთაური (1922). სამხ. სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ (1928) ხელმძღვანელობდა საქართვ. სამოქალაქო ავიაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. არის რუს.-ქართ. საავიაციო ლექსიკონის (1945) თანაავტორი.
თხზ.: Глаза - на юг, Тб., 1969.