მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმი, დაარსდა 2011 კერძო საკუთრების სახით (აიპ). ფუნქციონირებს ორი მუზეუმი (ორივეს დირექტორი – ნ. მაჭავარიანი) – საჩხერის მუნიციპ. სოფ. არგვეთსა და თბილისში (ი. აბაშიძის № 48).
მუზეუმებში დაცულია პოეტის პირადი ნივთები, ხელნაწერები და სხვ. ტარდება სხვადასხვა კულტ.-საგანმან. და სამეცნ. ღონისძიებები: „ღამე მუზეუმში", ლიტერატურული კონკურსი – „მუხრანის პრემია – პოეტური მინიატიურები", „საუკეთესო ლექსიკოგრაფიულ-ლექსიკოლოგიური ნაშრომი", „დეკლამატორთა კონკურსი"; ეწყობა გამოფენები და თეატრ. წარმოდგენები, ასევე მუს. კონცერტები.
მუზეუმში დაცულ ხელნაწერებზე დაყრდნობით განხორციელდა მ. მაჭავარიანის არაერთი პოეტური კრებულისა და ლიტ. ჩანაწერის გამოცემა.
ნ. მაჭავარიანი