მაჭავარიანი სპირიდონ სიმონის ძე (1829, ხარაგაული, – 1883-ის შემდეგ, ქუთაისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1869), ყირიმის (1853–56), რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომების მონაწილე. მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქში. 1866-მდე იყო სამეგრელოს სამთავროს საბჭოს უფრ. წევრი, 1872-იდან კი – ქუთაისის გუბერნიის გლეხთა საქმეების საბჭოს წევრი. ირიცხებოდა ქართ. მილიციაში.