მაჭარა

მაჭარა, სოფელი აფხაზეთის არ-ის გულრიფშის მუნიციპალიტეტში, შავი ზღვის ნაპირას, მდ. მაჭარის შესართავთან. თემის ცენტრი (სოფლები: მ., ზემო გულრიფში, თხუბუნი, კელასური, ქვემო მერხეული). ზ. დ. 45 მ, გულრიფშიდან 0,5 კმ, კელასურიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 2 კმ.

მ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.