მაჭარწყალი

მაჭარწყალი, სოფელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბორჯომის მუნიციპალიტეტში (გვერდისუბნის თემი), მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1480 მ, ბორჯომიდან 29 კმ, წაღვერიდან (უახლ. რკინიგზის სადგ.) 14 კმ. მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს (2014).