მაჭახელა

მაჭახელა, ისტორიულ მაჭახელის ხეობაში დამზადებული კაჟიანი თოფის, დამბაჩის სახელწოდება. საქართველოში ცნობილია XVIII ს. II ნახ-იდან. XIX ს-ში სხვადასხვა სახის მ. მზადდებოდა, მ. შ. საუკეთესო იყო ლულახრახნიანი და მოსევადებული მ., რ-ის დასამზადებელი დაზგა დაცულია აჭარის სახელმწ. მუზეუმში. იხ. აგრეთვე სტ. თოფი, იარაღი.

ლიტ.: კახიძე ნ., მაჭახლის ხეობა, თბ., 1974; წურწუმია მ., ცეცხლსასროლი იარაღი XVI–XVII საუკუნეების საქართველოში, „საისტორიო კრებული“, 2014, №4.