მაჭახელი, მიჭიხიანი, ისტორიული მხარე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მდ. ჭოროხის აუზში. ამ მხარეში ადამიანის ცხოვრების კვალი გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან ჩვენს დრომდე თითქმის უწყვეტად მოდის. XVI ს. შუა წლებში მ. სამხრ.-დას. საქართვ. სხვა ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა რუს.-ოსმ. 1877–78 ომის შედეგად. ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით (1878), საქართვ. სხვა ისტ. ტერიტორიებთან ერთად ოსმალეთის უღლისგან გათავისუფლდა. მ-ის ერთი ნაწილი (ზემო მ.) თურქეთის საზღვრებშია.
ლიტ.: გუჯეჯიანი რ., ზემო მაჭახელი, „საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები“; 2014, [ტ.] 8; კახიძე ნ., მაჭახლის ხეობა, ბათ., 1974; სიხარულიძე ი., სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტოპონიმიკა, წგ. 1, ბათ., 1956.