მაჭახლისწყალი

მაჭახლისწყალი, მდინარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს თურქეთში, შავშეთის ქედის სამხრ. ფერდობზე, ზ. დ. 2285 მ-ზე. სოფ. მაჭახლისპირთან მარჯვ. მხრიდან ერთვის მდ. ჭოროხს. მდინარის სიგრძეა 27 კმ, აუზის ფართ. – 269 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით, წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – შემოდგომაზე, წყალმცირობა – ზამთარში. საშ. წლიური ხარჯი შესართავთან – 20,8 მ³/წმ.