მახა, ჭანურად მოხა, დასავლეთ საქართველოს ხორბლის ენდემი, ჰექსაპლოიდური სახეობა. ხორბლის კულტურის პალეორელიქტი და მატერიალური კულტურის უნიკალური ძეგლი. გავრცელების არეალი მკვეთრად შეზღუდულია, მიუხედავად ამისა, პოლიმორფიზმით გამოირჩევა. აერთიანებს 2 ქვესახეობას: ჩელტა მ-სა და გვაწა ც-ს. აქვს მრავალი სახესხვაობა. მ. თავთავმტვრევადი ჰექსაპლოიდური ხორბლის ადრეული ეტაპია. მ-ს გენოტიპი ატარებს ძვირფასი სამეურნეო ნიშნების გენებს. მისი გამოყენება პერსპექტიულია ჭარბტენიანი პირობების, ჩაწოლის, აგრეთვე გუდაფშუტას მიმართ გამძლე და საკვები ხორბლის სელექციაში.
პ. ნასყიდაშვილი