მახათა

მახათა, მთა თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 628 მ. წარმოადგენს მტკვრის ძველ ტერასას. აგებულია ზედაეოცენური თიხებითა და ქვიშებით, ზემოდან დაფარულია მეოთხეული ალუვიური ნალექებით. მ-ის მთას აქვს მობრტყელებული თხემი, აღმ. და სამხრ. კალთები დამრეცია, ხოლო დას. და ჩრდ. – ციცაბო და ხელოვნურად გატყიანებული (ძირითადად ფიჭვნარი).