მახარაძე მერაბ ნიკოლოზის ძე (5. IV. 1928, თბილისი, – 30. XI. 2006, იქვე), სამთო ინჟინერი. მიწისქვეშა ნაგებობების მშენებელი, პროფესორი (1983). დაამთავრა სპი-ის (ახლანდ. სტუ) სამთო-გეოლოგიური ფაკ-ტი (1952), მუშაობდა კომბინატ ,,საქნახშირის“ ტყიბულის ქვანახშირის შახტებში (1952–61), მოსკოვის სამთო ინ-ტში (1961–64), სპი-ში სხვადასხვა თანამდებობაზე (1965–85), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტში (ახლანდ. აგრარული უნ-ტი) გამოყენებითი მექანიკის კათედრაზე (1985–91); სტუ-ში თავდაპირველად მანქანათა ნაწილების, შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავებისა და მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობის კათედრებზე პროფესორად (1991–2006). მ-მ შეიმუშავა არაერთი სამაგრი კონსტრუქცია, რ-ებიც დაინერგა ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროებში. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. იყო ქართ. ენციკლოპედიის მთ. სარედაქციო საბჭოს წევრი. ეწეოდა ნაყოფიერ პედ. მოღვაწეობას. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2003).
თხზ.: გვირაბების სამაგრი კონსტრუქციები და გაანგარიშება, თბ., 1984; ქანების მექანიკა, თბ., 2001.