მახარაძე ნიკოლოზ ბარნაბის ძე (24. XII. 1909, სოფ. შემოქმედი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 4. II. 1990, თბილისი), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (1965), მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). სწავლობდა ოზურგეთის სას. სასწავლებელში, შემდეგ დაამთავრა ამიერკავკ. კომუნისტური უნ-ტი (1926), წითელი პროფესურის ინ-ტი მოსკოვში (1933). 1917 ოზურგეთში დააარსა კლუბი, სადაც ახალგაზრდები ეცნობოდნენ მარქსის მოძღვრებას. 1921–22 იყო პარტიის ოზურგეთის რაიკომის მდივანი, 1925–27 – საქ. კპ(ბ) ცკ-ის თბილ. კომიტეტის, ხოლო 1927–31 – საქ. კპ(ბ) ცკ-ის განყ-ბის გამგის მოადგილე. იკვლევდა საქართველოსა და ამიერკავკ. რევ. მოძრაობისა და ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიას. გამოსცა მონოგრაფია „დიდი ოქტომბრის გამარჯვება საქართველოში" (1967, ს. ჯანაშიას პრემია).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ს. კვაჭაძე